LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ 167 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხუთი ელექტროსადგურის ხელშეწყობის პროექტი განიხილა

118
11

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ხუთი ელექტროსადგურის განვითარება-ხელშეწყობის პროექტსა და მათი განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების შესახებაც იმსჯელეს.

სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g