მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მთავრობის განკარგულების მიხედვითვე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფიცის დადების ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს დაევალა თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა. მათ შორის მოეწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების თემატური სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია.
ასევე, კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, პრეზიდენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო აღნიშვნა.