LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ერთ თვეში უკვე 38 ობიექტი გაასხვისა

125
5678-2019-11-29-08-50-07-468228

ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, 2020 წლის დასაწყისში სააგენტომ დამატებით 10 ობიექტი გაასხვისა ელექტრონულ აუქციონზე, საიდანაც ბიუჯეტი  4 233 000 ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, პროექტი ერთი თვეზე მეტია მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, უკვე გასხვისებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 38 ობიექტი, მათ შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია და სხვა. ელექტრონული აუქციონები მაღალი კონკურენციის ფონზე მიმდინარეობდა, პროცესი არის სრულად გამჭვირვალე  და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ინტერაქტიულ რუკას, სადაც მოცემულია ქვეყნის მასშტაბით არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, პერიოდულად დაემატება ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებები.

დეტალები- http://bit.ly/2OTif9Y

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g