LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

71
untitled-design

საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“დაამტკიცა.

რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.

სამინისტროს ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

პროექტი განსაზღვრავს რეგულირების ობიექტებს (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის შესახებ.

ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივლისიდან. ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g