“ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდეს.
“მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის. “
„ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, – განაცხადა გომელაურმა.
დღეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები, უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.
აგრეთვე, ილია მეორე დაკავებულის გათავისუფლებაში შუამავლობის თხოვნით რუსეთის პატრიარქს მიმართავს