გორში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – მოვაჭრეებს ქართლის ქუჩას ატოვებინებენ.
როგორც გორის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ილია რაზმაძე ამბობს, ადგილის დატოვების სანაცვლოდ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიული ტერიტორიები შესთავაზეს.
„ვთხოვეთ ხალხს, რომ მოიჯარე მხარეს მისცენ საშუალება – განახორციელოს სარემონტო სამუშაოები. იმედი მაქვს მივალთ შეთანხმებამდე და მოვაჭრეები გადავლენ რომელიმე სხვა ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა შესთავაზა,“ – ამბობს ილია რაზმაძე.
„მე რომ არ მიჭირდეს ქუჩაში არ გამოვიდოდი.. ვაწუხებ მთავრობას? მთავრობას არაფერში ვაწუხებ, დამაცადოს, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევინახო.. აქედან რომ წავიდე, რით გადავიხადო ბანკი?“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
„დაგვაცადონ, რომ ამ ახალ წელს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მივუტანოთ,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.