მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს. კანონში ცვლილებები, უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა კომიტეტებზე დაიწყება.
როგორც ცნობილია აღნიშნული ცვლილებების ვადა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გარკვეული შეზღუდვები დააწესოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, 15 ივლისამდე არის განსაზღვრული.
აღნიშნულ ცვლილებაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება არ დამძიმდეს.
“სპეკულაციები, თითქოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები რაღაცნაირად არჩევნებთან არის დაკავშირებული, არათუ არასწორია, უზნეობაა,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
