LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება

71

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება. პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბიუროს ფორმატში პარლამენტის წევრებთან კონსულტაციები გუშინ გამართა. შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში შედგა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რამდენი სამინისტრო დარჩება საქართველოს მთავრობაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე განმარტებით, განიხილება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადება სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების თაობაზე, თუმცა იდეა ჯერ განხილვის პროცესშია.

ამასთან, პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

magti 5g