LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობები იცვლებიან, საზოგადოება და ექიმები ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე – ქართველი ექიმების მიმართვა ევგენი კომაროვსკის

244
Untitled design - 2022-03-03T191029.993

ქართველი ექიმები ცნობილ უკრაინელ პედიატრს ევგენი კომაროვსკის მიმართავენ.

რამდენიმე წუთის წინ მათ მიმართვის ვიდეო გაავრცელეს.

ლევან ხარაშვილი:

„ძვირფასო ექიმო კომაროვსკი, ჩვენ ვნახეთ თქვენი მიმართვა ქართველი ხალხის მიმართ და გადავწყვიტეთ, გიპასუხოთ.

ჩვენ ვართ ქართველი ექიმები, ასევე სამედიცინო შოუს წამყვანები და თქვენი კოლეგები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ქართული სამედიცინო საზოგადოება აბსოლუტურად ერთიანი და სოლიდურია უკრაინელი ხალხის მიმართ. და არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ მთელი ხალხი გამოხატავს სოლიდარულობა თქვენს მიმართ.

ბიძინა კულუმბეგოვი:

სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, იბომბება ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო, კასეტური ბომბები ცვივა ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და იხოცებიან ბავშვები.

დავით ლოლაძე:

გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციას და მათ შორის არც ჩვენს პოზიციას.

მთავრობები იცვლებიან, საზოგადოება და ექიმები ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. ამას ადასტურებს ის, რომ დღეს საქართველო აჭრელებულია უკრაინის დროშების და ყველგან ისმის უკრაინის ჰიმნი.

ლევან ხარაშვილი:

ჩვენ ყოველ  დღე ვიკრიბებით საქართველოს მთავარ მოედანზე ჩვენს შვილებთან ერთად და მხარდაჭერას გიცხადებთ გმირულ ხალხს.

დღეს ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ, კარგად გვახსოვს ის ტკივილი, რაც მივიღეთ 2008 წელს რუსეთის ძალების შემოჭრის შედეგად და გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ ურთულეს დღეებში.

ბიძინა კულუმბეგოვი:

გვინდა გამოვხატოთ უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება უკრაინელი მოქალაქეების მიმართ, მსოფლიოში ყველაზე მამაცი ხალხის მიმართ.

ლევან ხარაშვილი:

რაც შეეხება თქვენს ოცნებას- დარწმუნებული ვართ, რომ ომი მალე დამთავრდება და გეპატიჟებით საქართველოში, თქვენს და ჩვენს ულამაზეს თუშეთში, სადაც გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g