LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაცია: საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს – პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია

212
მკლავჭიდელები

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.

რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.

პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ხალხო, გთხოვთ, გავერთიანდეთ! მივიდეთ და მადლობა ვუთხრათ, ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამას… გააზიარეთ რომ ყველამ გაიგოს” – რა მიმართვა ვრცელდება სოციალურ ქსელში

„ოჯახმა ბინა გაყიდა, მამა 3 წლის წინ გარდაეცვალა და ამ მდგომარეობაში, მაინც თავისი ჟინით, მონდომებით ცდილობს ქვეყანა ასახელოს“ – 25 წლის პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონს ლევან მახათაძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g