LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი დააკავეს 

196
377891668_172981195769267_3089150731692808759_n

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დააკავეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

ენმ-ის წევრები პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ერთი პირია დაკავებული.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g