მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ისინი საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.
ამასთან, ადგილზე იმყოფებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით აქციას უკვე მეორე დღეა, რაც მართავენ.
„ვითხოვთ, გაძვირებულ საწვავთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო დონეზე კომისია და დაარეგულიროს შემომტანების თვითნებობის საკითხი, ასევე ვითხოვთ აქციზის დაკლებას. გვინდა, ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრი ან მოადგილე მოვიდეს ადგილზე და გაგვცეს პასუხი. თუ დღესაც არ იქნება პასუხი ამ ყველაფერზე, არ გვექნება შედეგები, ჩვენ გადავალთ კარვების გაშლაზე და ამ სახით გავაგრძელებთ პროტესტს. ხელოვნურადაც არის გაზრდილი და აქციზის ფასის დაკლებით, შევეხიდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მარტო საწვავი რა თქმა უნდა არ არის, მაღაზიაში, აფთიაქში ყველაფერი გაძვირებული გვხვდება, ეს ყველაფერი მიდის ადგილზე ტრანსპორტით და ახდენს ფასზე ნამატს.”-განაცხადა აქციის მონაწილე ირაკლი გოგოლაძემ.