LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს

127
მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, მეორე ჰესის პროექტი კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

ორივე ჰესის ასაშენებლად, ჯამში, 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g