LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში სოზარ სუბარი აღარ იქნება

92

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი მინისტრთა კაბინეტის ძირითად შემადგენლობაში აღარ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. თუმცა მას არ ულაპარაკია საკუთარი გეგმების შესახებ.

„ერთი შემიძლია გითხრათ, მთავრობაში ვეღარ მიხილავთ,“ – განაცხადა სოზარმა.

იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ამ კითხვაზე სოზარ სუბარმა უარყოფითად უპასუხა.

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა დღეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.

საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g