LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სტრატკომი: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

88
bhwp1vn6

“თითქოს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება,” – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

„დღეს რამდენიმე ონლაინპორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g