LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა

74

86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მთავრობამ მოახდინა. ცვლილებით 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

ორი სამინისტრო იცვლის სახელწოდებას. კერძოდ, კანონპროექტით, იშლება სპორტის სამინისტრო. სპორტის კომპონენტი უერთდება კულტურის სამინისტროს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელიც უცვლელი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძველს სახელს ინარჩუნებს.

კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებასაც ითვალისწინებს. შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

წარმოდგენილი კანონპროექტი დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ ძირითადი კანონპროექტის ის თანმდევი კანონპროექტები გაიწვია, რომელიც აღნიშნული სამსახურების გაერთიანებას გულისხმობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g