LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ახალაშენებული ბინები 9%-ით გაძვირდა, ნაძალადევში კი 7%-ით

74
Untitled

2020 წელს თბილისში, ტრანზაქციების რაოდენობა ახალ და ძველ პროექტებში ჯამში 18%-ით არის შემცირებული. მხოლოდ ერთი თვე რომ განვიხილოთ, თბილისში, 2020 წლის დეკემბერში 2,870 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ღირებულებას, 8%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობა 128 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Colliers International Georgia ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, სუბსიდირების პროგრამის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში, ახალაშენებული ბინების ბაზარი 13%-ით გაუმჯობესდა. თბილისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მთაწმინდაზე 9%-ით გაიზარდა, გლდანსა და ნაძალადევში კი 7-7%-ით.

ფასები გაიზარდა კრწანისსა და ისანში, თანაც ძველაშენებულ ბინებზე. „კრწანისსა და ისანში ძველი აშენებული ბინების ფასის ზრდა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგორიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი“,- აცხადებენ Colliers International Georgia-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g