LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ცქრიალა ღვინის მეორე ფესტივალი ჩატარდება

115
12

23 დეკემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მეორე ფესტივალზე გიწვევთ.

ღონისძიებაში, რომელსაც მთაწმინდაზე კლუბი „ანდერვილი“ უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.