LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

479
police

მთაწმინდის რაიონში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ერთი პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა, რა დროსაც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო გამაფრთხილებელი გასროლა კი სამართალდამცველების მიერ მოხდა. უწყების ცნობით,   აღნიშნული პირი ყაჩაღობაშია ბრალდებული.

შსს-ს განცხადებითვე, დაკავების პროცესში არავინ დაშავებულა. გამოძიება  ყაჩაღობის სსკ-ის 179 მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები