გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება და თბილისში სადეპუტატო მანდატისთვის იბრძოლებს.
კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. წარდგენისას მან ყურადღება ისეთ პრობლემებზე გაამახვილა, როგორებიცაა ავარიული სახლები, ასევე ისაუბრა ეკოლოგიასა და გამწვანებაზე.
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია.
თბილისის მთაწმინდის ოლქში, “ქართული ოცნებიდან” კენჭს ლადო კახაძე იყრის. “ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის” ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.