LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება – ლადო კახაძე

117
60431784_2224367317642257_4518011025060003840_n_5ce0f01c9d78b

თბილისის მოსახლეობის, მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც კახაძემ აღნიშნა, მთაწმინდაზე ახალი, თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება და ამ პროექტების შედეგი უსაფრთხოება და კომფორტი იქნება, ღირსებააღდგენილ გარემოში.

კახაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს, პარტიას და მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებისთვის.

„დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებს და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას,  ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში როგორც ღირსეული ქვეყანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა. ისინი ზნე მაღლად, კეთილშობილად, პატიოსნად იქცეოდნენ და მათი იმედები უნდა გამართლდეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო, ვინც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის მიმართ. მადლობა იმ ჩემს ოჯახსა და გუნდს, ვისაც მე წარმოვადგენ – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება. თბილისის ეს უმშვენიერესი ნაწილი აუცილებლად განახლდება. განახლება იმ გაგებით, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის საკითხები. განხორციელდება ახალი თვალსაჩინო პროექტები და შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძეს ჟურნალისტებმა მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტზეც ჰკითხეს, რომელიც სიებს უკავშირდებოდა.

„თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მომხრე ვარ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე, მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რაც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა კახაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g