LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი 80 წლის გახდა

330

მთაწმინდის პარკი 80 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, 24 ივლისს პარკში, მთავარ მოედანზე არაერთი გასართობი ღონისძიება ჩატარდა. მთაწმინდის პარკში მისულ სტუმრებს დილიდან მხიარული და საზეიმო განწყობა დახვდათ.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, 11:30-დან 15:00 საათამდე მომხმარებელმა გრანდიოზული, 50%-იანი ფასდაკლებით შეძლო სარგებლობა მთაწმინდის პარკის ყველა ატრაქციონზე. ამასთან ერთად, ჩატარდა საბავშვო კონცერტები, ანიმაციური გამოსვლები და საცირკო წარმოდგენები. მოგვიანებით კი, უფროსი თაობისთვის „ანდერვილის“ ტერასაზე, სადღესასწაულო გარემოში, კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა  არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო. საღამო ტორტის გაჭრით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გელა დიღმელაშვილი, მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი: „მე პირადად, როგორც ამ პარკის დირექტორი, ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ შესანიშნავ დღეს. მთაწმინდის პარკმა გაიარა ძალაინ დიდი, საინტერესო ცხოვრების გზა და ის დიდი კულტურისა და ზნეობის მატარებელია. ეს არის ქალაქის ერთერთი გამორჩეული ადგილი, სადაც იმართება მთავარი ღონისძიებები კულტურასთან, ზნეობასთან, ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული.  ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ უამრავ სოციალურ პროექტში, ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს და ა.შ. ამიტომ, დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

აღსანიშნავია, რომ ზაფხული, გართობა, სასიამოვნო განწყობა და სუფთა ჰაერი მთაწმინდის პარკის გარეშე წარმოუდგენელია. აქ ორიგინალური ინფრასტრუქტურა, გამწვანებული გარემო და  მრავალფეროვანი გასართობი საშუალებები გვხვდება. ყველაფერი, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს განსატვირთად სჭირდება ერთ სივრცეშია მოქცეული.  

“მთაწმინდის პარკი” გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია, რომელიც 770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. ატრაქციონების გარდა, პარკში განლაგებულია: რესტორნები,  კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g