LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი ჩაის ფესტივალს უმასპინძლებს

117
ჩაის ფესტივალი

შაბათს, 12 ოქტომბერს  (12:00-დან 18:00 საათამდე), მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩაის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩაის კომპანიები და ადგილობრივი მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ჩაის მრავალფეროვანი სახეობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები