LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

132

ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში 14 მაისს  რიგით მეშვიდე ”ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” პარკიდან აცნობეს, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს.

”ახალი ღვინის ფესტივალი”  ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, ”ბენდი ნალი” და ფოლკლორული ანსამბლი ”დიდგორი”, ასევე ბენდი ”მოხეტიალე ტანგო”, – განაცხადეს  მთაწმინდის პარკში. მათივე ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს საზეიმოდ გადაეცემათ ღვინის კლუბის სიმბოლო ”ელიბო”. გარდა ამისა, ღონისძიებაზე გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

ფესტივალზე მისულ სტუმარს  სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისას გადაეცემა  გათამაშების ბილეთი, რომელსაც მოათავსებს ქვევრში. ქვევრიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთის მფლობელი დაჯილდოვდება კასრით.

ღვინის კომპანიებთან ერთად ”ახალი ღვინის  ფესტივალზე” წარმოდგენილი იქნებიან სხვა კომპანიები და მეწარმეებიც, მათ შორის: ”შვიდი ვაინ”,  კოლორპაკი,  DHL,  ქართული ხორბლის პური, “სათემო კავშირი ნუკრიანი” , ”ბადაგი” , სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო ტრადიციული მოდის სახლი, ”სავინო” და სხვა..

როგორც „ფორტუნას“ ფესტივალის დირექტორმა, იაგო ბითარიშვილმა განუცხადა, ფესტივალი 11 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება. მასზე დასწრება თავისუფალია.  ღონისძიებაში ჯამში მონაწილეობას მიიღებს 77 კომპანია, ასევე 104 ოჯახური მარანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g