LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი ლუდის ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს

118
ლუდის ფესტივალი

18-20 ივლისს, საქართველოს კულტურის ცენტრისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, პროექტის „ლუდის გზა“ ფარგლებში, მთაწმინდის პარკი, უკვე მესამედ, ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს ზედა სართულზე მდებარე მოედანზე ჩატარდება.

პროექტის მიზანი ქართული ლუდის ცნობადობის ამაღლება და ფესტივალის სახალხო ზეიმად ქცევაა.

ლუდის ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერმა ია თარხან-მოურავმა ისაუბრა:

ფესტივალზე დაგხვდებათ:

  • ლუდის მრავალფეროვანი ნაირსახეობები
  • მუსიკალური წარმოდგენები
  • სახალისო შეჯიბრებები
  • მრავალფეროვანი საკვები
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და მარკეტი

ლუდის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია!

magti 5g