26 ივნისს მთაწმინდის პარკში 14:00 -დან 22:00 საათამდე ”ქუჩის მუსიკის დღე 2016” გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკიდან აცნობეს, ქუჩის მუსიკის დღე არის მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც სტარტი ლიტვაში აიღო 2007 წელს, ხოლო 2012 წელს მას საქართველოც შეუერთდა.
”ამ დღეს მუსიკოსები გამოდიან ქუჩაში, რათა წარდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და გააცნონ მსმენელს საკუთარი მუსიკა, იგრძნონ ქუჩის გულისცემა და ერთი დადებითი ემოცია აჩუქონ ქალაქს”, – განაცხადეს მთაწმინდის პარკში.
ცნობისთვის, ფესტივალში ყოვეწლიურად 600-მდე ქართველი და უცხოელი მუსიკოსი იღებს მონაწილეობას, მათი რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება.
