LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგიროს მშენებლობა გადაიდო

87

რუსთაველიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის მშენებლობის დაწყება გადაიდო.

როგორც სატრანსპორტო კომპანიიდან ”ფორტუნას” აცნობეს, ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების ინჟინრულ-გეოლოგიური შესწავლა, და მიმდინარეობს საყრდები ანძების გეოლოგიური კვლევა.

სამუშაოების დაწყების გადადება კი ერთ-ერთი საყრდენი ანძის რთულმა მდებარეობამ გამოიწვია.

”ერთ – ერთ საყრდენ ანძას რთული მდებარეობა აქვს, ამიტომ მას დამატებითი შესწავლა სჭირდება. შესაბამისად, ამან სამუშაოების დაწყების გადადება გამოიწვია”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ.

ოქტომბრის შუა რიცხვების ნაცვლად, სამუშაოების დაწყების სავარაუდო ვადად, ნოემბრის თვის ბოლო და დეკემბრის თვის პირევლი განისაზღვრა.

გეგმის მიხედვით, საბაგირო ექსპლუატაციაში მომდევნო წლის ზაფხულიდან გაეშვება.

საბაგირო გზის თავდაპირველ მარშუტს წარმოადგენდა სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, ქვედა სადგურის ადგილი შეიცვალა და ლოკაციად სსიპ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა განისაზღვრა.

პროექტი ითვალისწინებს მონოგონდოლის ტიპის, 980 მ სიგრძის საბაგიროს მონტაჟს. მარშრუტს ორი სადგური ექნება, ერთი რუსთაველზე და მეორე მთაწმინდის პარკში, (ორივე შემთხვევაში არსებული ძველი სადგურის ადგილზე).

საბაგირო საათში 1100 კაცის გადაყვანას შეძლებს. გზის სრული დაფარვა დაახლოებით 4 წუთში მოხდება, გზას საშუალოდ 6 ადამიანზე გათვლილი 20 გონდოლა მოემსახურება.

საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და დასაწყობებულია ავსტრიაში, გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება.

საბაგირო გზა შეკვეთილია ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან“ რომელიც აღნიშნულ სეგმენტში მისი ხარისხითა და აღებული ვალდებულებების შესრულებით, ბაზარზე ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშეს წარმოადგენს.

 

magti 5g