LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ახალი „ფუდ კორტი“ გაიხსნა

106
ფუდ კორტი

მთაწმინდის პარკი, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, მომხმარებლებს კვების ზონაში სიახლეს სთავაზობს.

საბაგიროს ზედა სადგურზე, მთაწმინდის პარკის გამორჩეულ ლოკაციაზე, ულამაზეს გარემოში, ახალი „ფუდ კორტი“ (Food Court) გაიხსნა.

კვების ეს ზონა 7 მოიჯარეს აერთიანებს, რომელთა ძირითად ნაწილს ქართული კომპანიები წარმოადგენენ (მათ შორის არიან კოფისტა, ღომი და ყველი, ფრაიდეი, ლოლი და სხვა). აღნიშნულ ზონაში მომხმარებლებს ადგილზე დასხდომის შესაძლებლობა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ „ფუდ კორტი“ ტირების ძველ ადგილას მოეწყო, თავად ტირების ზონა კი ახალ ლოკაციაზე, ბორბალთან ახლოს განთავსდა.

„ფუდ კორტი“ მუშაობს ყოველდღე, 11:00 საათიდან.

შეგახსენებთ, მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო რუსთაველის გამზირის #52-ში მდებარეობს. საბაგიროს მეშვეობით მთაწმინდის პარკში მოხვედრა 5 წუთშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g