LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ”ნაყინის ფესტივალი 2016”

492

”ნაყინის ფესტივალი 2016” მთაწმინდის პარკში გაიმართება. ღონისძიება 17 ივლისს , 13:00 საათზე დაიწყება და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედანზე  ჩატარდება.

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკიდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის  მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წარადგენენ თავიანთ პროდუქციას. მოხდება  ნაყინის დეგუსტაცია. ფესტივალის პარალელურად გაიმართება ბევრი გასართობი  ღონისძიება: კონცერტები, გათამაშებები, შეჯიბრებები. ასევე გიგანტური ნაყინის ტორტის საზეიმო გახსნა.

პარკის ინფორმაციით, ფესტივალს  ტრადიციული სახე აქვს და წელს უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიებებზე დასწრება კი თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები