LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა გაიმართება

107
საახალწლო ბაზრობა

13-14 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში, საახალწლო ბაზრობა გაიმართება.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერმა ია თარხან-მოურავმა ისაუბრა:

ღონისძიების სტუმრებს საბაგიროს ზედა სადგურთან დახვდებათ ქართველი მეწარმეების ნამუშევრები, საახალწლო აქსესუარები, ცხელი სასმელები და სწრაფი კვების ობიექტები.

საახალწლო ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ განსხვავებული, ორიგინალური საახალწლო საჩუქრები და საშობაოდ მორთულ ჯადოსნურ გარემოში ულამაზესი ხედების ფონზე და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით დააგემოვნოთ ცხელი გლინტვაინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g