LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

39

მთწმინდის მეთვრამეტე უბანზე გუშინ ინციდენტი მოხდა, ცესკო-ს ინფორმაციით, უბანზე მივიდა სამი პირი, რომლებმაც თავი წარადგინეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებად და ამომრჩეველთა სიებისა და პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღება სცადეს.

“დაახლოებით საღამოს 07:20 სთ-ზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა. ეს პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი იყო უკვე დაკეტილი მასალებთან ერთად და მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, უჯრების გახსნა, სადაც მასალა ინახებოდა, მათ შორის ცესკოს ინფორმაციით გადაიღეს სამაგიდო სიებიც, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს, პირად ნომრებს.

მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ოლქის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლის და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ ოლქისა და ცესკოს წარმომადგენლები, ასევე უბნის თავმჯდომარე; შეტყობინება შევიდა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია არის უბანზე სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული წარმოადგენს დაკეტილ საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას.

შესაბამისად, მივმართავთ დამკვირვებლებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის განხორციელებაში,” – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g