საქართველოს შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია National Geographic-ზე გრძელდება.
“მთებიდან ზღვამდე 7 დღეში- საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა“- ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს.
National Geographic-ის ვრცელის სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. მასშტაბური კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
სტატიის და National Geographic-ზე მარკეტინგული კამპანიის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„ასეთი სტატიები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, როგორც იცით ჩვენ სტრატეგიულ ქვეყნებში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს საქართველოს შესახებ. ჩვენ დაწყებული გვაქვს მასშტაბური კამპანია მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდესი და გავლენიანი გამოცემის National Geographic-ის პლატფორმაზე, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავს. ეს კამპანია მოიცავს როგორ ევროკავშირის ყველა ქვეყანას ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ხელს უწყობს საქართველოში მაღალამხარჯელუნარიანი ტურისტების მოზიდვას“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.