LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელ ქვეყანას დააკლდება ნიკო ფალიანი, მაგრამ ღმერთო, მესტიას, მესტიას როგორ დააკლდება!“ – სოფიო ბერიძე უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდზე

163
ნიკო ფალიანი (1)

უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული მთამსვლელსა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი სამძიმრის წერილი გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული მთამსვლელის შესახებ წერენ, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთში ტურიზმის განვითარებაში.

სოფიო ბერიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ნიკოლოზმა თავისი მოღვაწეობით არაერთ უცხოელს გააცნო ჩვენი ქვეყანა და რომ მისი დამსახურებაა, სვანეთში ტურიზმის სულ სხვა საფეხურზე აყვანა:

„ძალიან ცოტა ადამიანმა შეძლო იმდენის გაკეთება, რამდენიც ნიკომ მის ხანმოკლე ცხოვრებაში. თითქმის 10 წლის წინ მისი აშენებული სამთო ქოხი CloudBase Hut დიდი განაცხადი და ახალი სიტყვა იყო მესტიის რეალობაში. რამდენი სტუმარი მიუღია ამ სამთო ქოხს. ქორულდისკენ მიმავალი გზის სავიზიტო ბარათია დღემდე. ვისთვის აღარ უმასპინძლია თავად ნიკოს საკუთარ სახლში, დიდი სიყვარულით და სითბოთი. რამდენი მთამსვლელი დაუბინავებია თავისთან ექსპედიციებისას. ნიკომ გამოაცოცხლა და სხვა დონეზე აიყვანა ტურიზმი სვანეთში.

არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს სვანეთის შესახებ მისი თაოსნობით: ლამპრობა, ლუხმედი, კასტანისტანი, საქართველოში დაკარგული. ამ ფილმებმა ბევრი ქვეყანა და კინოფესტივალი მოარა და გააცნო ჩვენი ქვეყანა. რა კარგად აუღო ალღო ნიკომ თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობას, როგორი სიხარულით ზრუნავდა ბრედნიგზე, ლოგოზე, კონტენტზე.

არასოდეს დაზარებია საუბარი საკუთარ საქმიანობაზე, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და მის უნიკალურობაზე, სპორტზე, სვანურ ტრადიციებზე. ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა ჯანსაღ ტრადიციებს და ახალ სიცოცხლესაც სძენდა, დიდ აუდიტორიასაც აცნობდა სიამაყით. ბევრს საუბრობდა ჟურნალისტებთანაც. ყველგან ნიკო იყო. ნიკო ყველას უყვარდა.

დაუზარელი ნიკო, როგორც თავისი საყვარელი სვანეთისთვის, ისე თითოეული მეგობრისთვის. როგორც უფროსი ძმა, სულ გვერდში ედგა ოჯახის ნებისმიერ წევრს, ცდილობდა წამოეწია მათი ნიჭი და შესაძლებლობები, იქნებოდა ეს მთამსვლელობა, მოთხილამურეობა, სნოუბორდი, სვანური კულინარია, თუ ბევრი სხვა რამ, რითიც ფალიანების ოჯახია დაჯილდოვებული.

დღეს რასაც ინფლუენსერობას ვეძახით, ნიკო იყო ამის ნათელი მაგალითი, ძალიან ბუნებრივი, ავთენტური და ნიჭიერი. თავდადებული თავისი პატარა მესტიისთვის  
გარდა დიდი სევდისა, დიდი საქმეებიც დაგვიტოვა, რომელსაც გადააგრძელებს მისი უბრწყინვალესი სვანური სამეგობრო. მისი დიდი ოჯახი.

მთელ ქვეყანას დააკლდება ნიკო ფალიანი, მაგრამ ღმერთო, მესტიას, მესტიას როგორ დააკლდება!“ – წერს სოფიო ბერიძე.

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან

„ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი, სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე“ – ქართველი სამთო გიდები ნიკოლოზ ფალიანზე

ფოტო: „რა ბედნიერები ვართ ამ ფოტოში. ღმერთმა აცხონოს შენი სული, ნიკო. ძალიან დაგვაკლდები. მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად მწვერვალზეც მოვხვდი“ – მახო გიგანის ემოციური პოსტი

ძალიან ცოტა ადამიანმა შეძლო იმდენის გაკეთება, რამდენიც ნიკომ მის ხანმოკლე ცხოვრებაში. თითქმის 10 წლის წინ მისი აშენებული…

Posted by Sopio Beridze on შაბათი, 24 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g