LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილითაც ნავარჯიშები მივედი, ჩამიტარეს პროცედურა და კაცი მეუბნება შენ გაქვს მე-4 სტადიის სიმსივნე..“ – გია ბურჯანაძე ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს 

7057
Untitled design (11)

დიდი ხნის შემდეგ, მსახიობი გია ბურჯანაძე თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდზე საუბრობს.

ის ტელეკომპანია იმედში, გადაცემა „ნოესთან” საკუთარ დაავადებაზე საუბრობს.

„ძალიან გამლახა ამ ავადმყოფობამ, ამ დაავადებამ. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი.. დილითაც ნავარჯიშები მივედი ჩამიტარეს პროცედურა და  კაცი მეუბნება შენ გაქვს მე-4 სტადიის სიმსივნე..

კითხვაზე, თუ ვინ არის გია ბურჯანაძე ის პასუხობს:

„ხანდახან მუქთახორა ზარმაცი.. თამაში მიყვარდა, ქეიფი მიყვარდა.. ფიცხი ვიყავი, ესტონელი გავლახე.. ეს ჩემი ცუდი თვისებაა. ყველაფერს გამოვყავარ წყობიდან, რაც უსამართლობას ეხება.

გია ბურჯანაძის თქმით ყველაზე მეტად ნანობს, რომ ომში არ წავიდა.

„ახლაც მრცხვენია 30 წელი გავიდა აი მრცხვენია რომ ლაჩარი აღმოვჩნდი,”– ამბობს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გია ბურჯანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g