სამთო-სათხილამურო და საზაფხულო ბანაკი “პოლსპორტი” თებერვალში და მარტში 9-დან 15 წლამდე ბავშვების მისაღებად მზადაა. როგორც ბანაკის დამფუძნებელი დავით ნათაძე “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, სპორტული სკოლა ბაკურიანში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
მისი თქმით, 10-დღიან პაკეტში შედის ტრანსპორტირება თბილისი-ბაკურიანი-თბილისი, განთავსება, სამჯერადი კვება, თხილამური, სათხილამურო ფეხსაცმელი, სასრიალო აბონემენტი, აქსესუარები და მწვრთნელი.
“თებერვლის განმავლობაში მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ და გამოუშვან თავიანთი შვილები. გვირჩევნია ცოტა ბავშვი გვყავდეს და ხარისხიანად მოვემსახუროთ, ვასწავლოთ სრიალი, გავართოთ. ბავშვების რაოდენობა მაქსიმუმ 25-ია. რადგან ჩვენი სკოლა ადრე სასტუმრო იყო, ახლაც სასტუმროს მსგავსი პირობები გვაქვს. სათხილამურო ტრასა სკოლასთანაა, შესაბამისად, ტრასამდე მისასვლელად ტრანსპორტი არ გვჭირდება. წელს იმის მიუხედავად რომ თოვლი არ იყო, მთელი იანვარი დატვირთული გვქონდა. სკოლაში ვცდილობთ, ბავშვები მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას, ვასწავლოთ ურთიერთობა, მეგობრობა, წესრიგი და თხილამურზე სრიალი”, – აცხადებს “პოლსპორტის” დამფუძნებელი “ფორტუნასთან”.
სამთო-სათხილამურო და საზაფხულო ბანაკი “პოლსპორტი” უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. სპორტულ სკოლაში 10-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.