LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელი ქვეყნის ეკონომიკა, უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

149
ღარიბაშვილი ირაკლი

“მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ასევე, არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, ასევე, არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახლო მომავალში პურის გაიაფებაც მოსალოდნელია.

“უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე, მეგობრებო. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე.

ჩვენ გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ პურის ფასებზე გვექნება ასახვა, ვინაიდან ფქვილის ფასებზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად, უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია ესაუბრა ამ დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე… საწვავის ფასებიც შემცირებულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებებში მაღალმა აქტიურობამ, მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.

“იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % ეკონომიკური ზრდა ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა. ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში – მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული”, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები