დიზაინერმა, ვალენტინ იუდაშკინმა ქალებს სიურპრიზი გაუკეთა და საკუთარ კოლექციაზე ფასები გაანახევრა. ამის შესახებ იუდაშკინმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა. დიზაინერი აანონსებს, რომ შარვლები მის მაღაზიაში 30 ათას რუბლად, ზედები კი, 32 ათასად გაიყიდება.
„მოდის თბილი დღეები, მოვიდა დრო ავუმაღლოთ ქალებს განწყობა და ფერადი სამოსი შევთავაზოთ“ – წერს იუდაშკინი.
საინტერესოა, რომ ვალენტინ იუდაშკინი ლამის ერთადერთი დიზაინერია, რომლის იმედადაც რუსეთის ელიტა დარჩა. წითელი ფერის სამოსის მოყვარული დიზაინერი ახლა არ იშურებს ძალებს, რათა მისი სამოსი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაიყიდოს. თითქმის ყველა წამყვანმა ბრენდმა რუსეთის ბაზარი გასულ კვირას დატოვა.
რუსი დიზაინერი ვალენტინ იუდაშკინი ,,პარიზის მოდის კვირეულიდან” მოხსნეს – მიზეზი პუტინის მხარდაჭერაა
