LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

564
ing (4)

27 წლის ქალს, რომელიც თბილისში, ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანის დროს მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. ამის შესახებ „ფორმულას“ ექიმმა განუცხადა.

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

ექიმის თქმითვე, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო:

„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით, გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა.

აბსოლუტურად ყველგან, მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“, – განუცხადა ექიმმა „ფორმულას“.

ცნობისათვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლს დაზიანებები მიაყენა და თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g