LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერმა კიევის ბლოკირება და დაპყრობა ვერ შეძლო: უკრაინის გენერალური შტაბი

335
კიევი 2

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა კიევის ბლოკირება და დაპყრობა ვერ შეძლო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია, რუსმა ოკუპანტებმა პერსონალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, ამ ამოცანაზე დროებით უარი ეთქვათ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ადმინისტრაციების შექმნას ცდილობს.

„მტერი აგრძელებს ჯარისკაცების ჯგუფების გაძლიერებას აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების ხარჯზე. ის ცდილობს შექმნას საოკუპაციო ადმინისტრაციები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ რაიონებში,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g