მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისივე თქმი, ევროპულმა ქვეყნებმა მასიურად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა შეცვალონ სტრატეგიული ლანდშაფტი.
„თეთრი სახლის სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და კანონის უზენაესობა უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე, ძლიერთა ძლევამოსილებისგან.
ვინ არის სასტიკი აგრესორი და ვინ არის მამაცი დამცველი უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში, ვინ არის კრიმინალი და ვინ არის მსხვერპლი – ამაში ეჭვი არავის ეპარება; მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის“, – ამბობს ბერბოკი.