LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ბილიკი შეემატა

113
ზუნდაგა

ზუნდაგას სათავგადასავლო ბილიკი, რომელიც ბათუმიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს, ვიზიტორების მისაღებად მზადაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ზუნდაგას ტყეში გამავალი ბილიკი გაიჭრა, სავალი ნაწილი კეთილმოეწყო და დამონტაჟდა ბუნებასთან ადაპტირებული ხის კიბეები.

ორკილომეტრიანი სათავგადასავლო ბილიკი ხშირ ტყეში გადის და ზუნდაგას ჩანჩქერთან სრულდება, სადაც ვიზიტორებს დასვენებისა და პიკნიკის მოწყობის საშუალება აქვთ.

მთიან აჭარაში, ჯამში, 30-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი მდებარეობს, რომელთა შესახებ ინფორმაცია და GPS რუკები განთავსებულია ვებგვერდზე.

magti 5g