მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სხდომა დღეს დახურულ ფორმატში გაიმართება.
შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.