დღეს დილიდან მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
“ფორტუნასთან” საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ცენტრის ინფორმაციით, საძიებო პროცესში 9 სამაშველო ჯგუია ჩართული. მიმდინარეობს მდინარის როგორც ზედაპირის დათვალიერება, ასევე წყლის ფსკერის სკანირება.
„მდინარე მტკვარში ვეძებთ ერთ დაკარგულ პირს. სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი, მყვინთავები სპეციალური დანადგარით – ექოლოტი ჩაერთვნენ, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.