მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გაჩერებულ სატვირთო მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული ოთხივე ადამიანი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.