LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტრის მორალური მდგომარეობა სუსტია, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის საველე ბაზებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს – უკრაინის გენშტაბი

112
Untitled design

რუსეთ-უკრაინის ომის მე-19 დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საბრძოლო ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

შემაჯამებელ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტრის საველე ბაზებსა და საწყობებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს.

გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ძალების მდგომარეობა, პოზიცია და მოქმედების ხასიათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებს, წინსვლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წარმატეტები არ ჰქონიათ და მათი ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებისკენ იყო მიმართული:

“მტრის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ დაბალია, ეს კი სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უარს იწვევს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, 24 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში, რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგები ასე გამოიყურება:

  • ლიკვიდირებულია 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო;
  • განადგურებულია 389 ტანკი;
  • 1 249  ჯავშანტექნიკა;
  • საარტილერიო სისტემები – 150;
  • MLRS – 64;
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 34;
  • თვითმფრინავი – 77;
  • ვერტმფრენები – 90;
  • სატრანსპორტო აღჭურვილობა – 617;
  • გემები / ნავები – 3;
  • საწვავის ავზი – 60;
  • პილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული – 8.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g