LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Europe Music Awards: ჯასტინ ბიბერის ტრიუმფი და სხვა გამარჯვებულები

73

სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა MTV Europe Music Awards-2015-ის დაჯილდოვების ცერემონია, რომლის ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილიც სავსე იყო სიურპრიზებითა და შოუს ელემენტებით. Mediolanum Forum-ის არენაზე ერთმანეთის მონაცვლეობთ გამოვიდნენ ფარელ უილიამსი, ედ შირანი, ჯეისონ დერულო და სხვები. ნამდვილი ფურორი მოახდინა მსახიობმა რუბი როუზმა, რომელიც ედ შირანთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით გამოვიდა სცენაზე. საბოლოო ჯამში დაჯილდოვების ტრიუმფატორი ჯასტინ ბიბერი გახდა, რომელმაც ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, ტეილორ სვიფტმა კი, მხოლოდ ერთი პრიზი მიიღო. წლის სიმღერის კატეგორიაში, თუმცა მომღერალი შოუს ვერ დაესწრო.

გამარჯვებულთა სია:

საუკეთესო სიმღერა: ტეილორ სვიფტი და კენდრიკ ლამარი – Bad Blood

საუკეთესო პოპ-შემსრულებელი: One Direction

საუკეთესო შემსრულებელი ქალი: რიანა

საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი: ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო ცოცხალი შესრულება: შონ მენდესი

საუკეთესო ვიდეო: Macklemore & Ryan Lewis – Downtown

საუკეთესო როკ-ჯგუფი: Coldplay

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი: ნიკი მინაჟი

საუკეთესო ელექტრონული შემსრულებელი: მარტინ გარიქსი

წლის აღმოჩენა: შონ მენდესი

საუკეთესო კოლაბორაცია: ჯასტინ ბიბერი, Skrillex, Diplo – Where Are You Now?

ყველაზე მეტი ფანი: ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო იმიჯი: ჯასტინ ბიბერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g