LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე პერფორმერთა მოკლე სია ცნობილია – რიკი მარტინი და ბასტა რაიმსი საღამოზე სპეციალურ პრემიებს მიიღებენ

125
photo-collage.png (58)

7 სექტემბერს, ნიუ-იორკში, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 41-ე დაჯილდოება გაიმართება.

შოუს LL Cool J წაიყვანს, დაჯილდოების ტოპ ნომინანტი კი ლედი გაგაა.

MTV Video Music Awards-ის წამყვანის ვინაობა ცნობილია

პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის სრული ლაინაფის გამოცხადებამდე, ქსელში იმ არტისტთა მოკლე სია გამოქვეყნდა, რომლებიც ღონისძიებაზე იმღერებენ. ამ დროისთვის, პერფორმერთა შორის არიან: საბრინა კარპენტერი, Sombr, ჯეი ბალვინი DJ Snake-ის თანხლებით და ალექს უორენი.

პუბლიკის წინაშე რიკი მარტინი და ბასტა რაიმსიც წარდგებიან. ცნობილი გახდა, რომ ისინი საღამოზე საპატიო პრემიებს მიიღებენ, რომელთა აღსანიშნად სპეციალურ პერფორმანსებს გამართავენ. ჯილდოებს, რომელთაც მარტინსა და რაიმსს მიანიჭებენ MTV Video Music Awards-ის ისტორიაში პირველად გაიცემა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს” წლევანდელი რეციპიენტი.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ნომინანტებისთვის ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები