LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარის დაბნელების დადებითი და უარყოფითი მხარე – რატომ უნდა ჩაიფიქროთ დღეს სურვილი

167

დღეს მთვარის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება გველის. გარდა ამისა, მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლოს სწორედ ამ პერიოდში იქნება. 11 აგვისტოს კი მზის დაბნელებაც გველოდება. ე.წ. დაბნელებების კორიდორის შესახებ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.

სოფია ბზეკალავა:

დღეს მთვარის დაბნელებაა. ამ დროს ხდება მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროცესების დროა. პროცესები კულმინაციურ წერტილს აღწევს, უფრო მეტად ეს ადამიანების ცხოვრებას შეეხება, რაღაცები კარდინალურად უნდა შეიცვალოს. ვიღაცასთან ფსიქოლოგიურად შეიცვლება, ვიღაცასთან კი ისეთი მოვლენა მოხდება, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.

ახლა ე.წ. დაბნელებების კორიდორს გავდივართ, რადგან 11 აგვისტოს მზის დაბნელებაც გველოდება. მზის დაბნელება უფრო მეტად მამაკაცებზე მოქმედებს და გარემოფაქტორებზე, მოვლენებზე, მთვარის დაბნელებას უფრო მეტად ქალები იგრძნობენ და ის შინაგან ატმოსფეროზე უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს.

ასტროლოგები გარკვეულ პროგნოზებს სხვადასხვა ასპექტის დამთხვევის შედეგად ვაკეთებთ. დღეს არის სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება, ასევე მთვარე არის მარსთან შეერთებული. სწორედ ამიტომ იზრდება ხანძრებისა და აფეთქებების, კონფლიქტებისა და ავტოავარიების ალბათობაც. ადამიანებში მოიმატებს აგრესია, ზოგს მოუნდება ადამიანებს ყველაფერი უთხრას და მათზე ბოღმა ამოანთხიოს.

დაბნელება მერწყულის ზოდიაქოშია, აქ მთავარი შემდეგი თემებია: მეგობრები, ჯგუფი, კოლექტივი და მათთან ურთიერთობები, აქ შეიძლება თავი იჩინოს სირთულეებმა. წამოიწევა თავისუფლების თემა, ის, თუ სად გადის ზღვარი შენსა და სხვის თავისუფლებას შორის. ყველაზე მეტი აგრესია და კონფლიქტი ადამიანებს შორის სწორედ ამ თემაზე იქნება.

მხოლოდ ეს ერთი დღეა რთული?

არა მხოლოდ. დაბნელებიდან ორი კვირა ზოგადად, არ არის მარტივი პერიოდი. 11 აგვისტოს მზის დაბნელება ლომში იქნება, ამიტომ წამყვანი თემა იქნება მე და ჩვენ, საზოგადოებაში სწორად ინტეგრირების თემა.

პოლიტიკურ პროცესებს დაეტყობა დაბნელებების კორიდორის გავლენა?

მერწყული შეესაბამება პოლიტიკურ სფეროს. ახლო მომავალში არ გამოვრიცხავ დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს ამ ასპარეზზეც.

როგორ უნდა ავარიდოთ თავი ნეგატიურ შედეგებს?

მარტივად, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ, იყოთ ჰუმანური და რაც მთავარია, არავინ შეავირწოვოთ. ეგოს მომენტი უნდა დავივიწყოთ. კონფლიქტებს ერიდოთ და ასევე ერიდეთ მარტივად აალებად ნივთიერებებს, რადგან, როგორც გითხარით, ხანრძის ალბათობა დიდია. ხომ ნახეთ საბერძნეთის ამბები…

თუმცა მე მხოლოდ ნეგატიურზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. დაბნელებების პერიოდი ძალიან კარგად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს დრო კარგია ანალიზისთვის, ძველი ეტაპის დასრულებისა და ახალი ცხოვრებისეული პერიოდის დასაწყებად. კარგია ახალი იდეების ჩაფიქრება და ასევე სამყარო ასეთ დროს ჩაფიქრებულ ოცნებებს 99%-იანი შანსით აგიხდენთ, ის შექმნის დეკორაციას თქვენი ოცნებების განსახორციელებლად. ამიტომაც დაიწყეთ საკუთარი თავის დალაგება და ოცნებაც არ დაგავიწყდეთ (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები