LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვრალი ადელი და ჯენიფერ ლოურენსი გეი კლუბში გაერთნენ (ფოტო/ვიდეო)

209
11373962-0-image-a-14_1553383736085

ადელმა და ჯენიფერ ლოურენსმა უქმეებზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აიწყვიტეს. ქსელში 30 წლის მომღერლისა და 28 წლის მსახიობის გართობის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომლებიც მანჰეტენზე მდებარე ცნობილ გეი კლუბში, Pieces არის გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ კადრებში ვარსკვლავური წყვილი არაფხიზელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.

იმ ფონზე, როცა ,,ოსკაროსანი” ლოურენსის ლოთობას საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია, ინტერნეტში წერენ, რომ ,,გრემის” მფლობელი ადკინსისგან ასეთ ქცევას არ ელოდნენ.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სიმთვრალისგან აყირავებულ ადელს, რომელიც სიცილისგან თავს ვერ იკავებს, ჯენიფერი ემოციურად ამხნევებს.

როგორც ჩანს, უქმეები გოგონებმა განტირთვისთვის მაქსიმალურად გამოიყენეს, თუმცა როგორი იყო მათთვის მომდევნო დღე ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები