LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვრალი იყო, სახლში ყველაფერი დალეწა, მამა მოსთხოვდა პასუხს და ალბათ შეეშინდა: რატომ ავიდა ახალგაზრდა კაცი მაღალი ძაბვის ანძაზე

254
Untitled design (5)

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი მაღალი ძაბვის ანძაზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა

თვითმხილველის ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც მაღალი ძაბვის ანძაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ნასვამი იყო.

როგორც თვითმხილველი ტვ “პირველთან” აღნიშნავს, არ იცის, თუ რა მოთხოვნები ჰქონდა მამაკაცს და რა იყო მაღალი ძაბვის ანძაზე ასვლის მიზეზი:

“19 წლის არის. თვითონ ავიდა, მთვრალი იყო, სახლში ყველაფერი დალეწა და მშობლები რომ მოუსწრებდნენ, მამა მოთხოვდა პასუხს და ალბათ შეეშინდა ბავშვს, ისედაც არაფერი უჭირთ, ბებია, ბაბუა თურქეთში ჰყავს, ყველაფერს უგზავნიან, საჭმელი, სასმელი არაფერი არ აკლიათ.” – განაცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცი მაღალი ძაბვის ანძაზე ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭმა გოგოს ცოლობა სთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან სამართალდამცველებმა ჩამოიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g